სტენდალის ამავე სახელწოდების რომანის მიხედვით. ჟულიენ სორელი დაბადებით საზოგადოების ყველაზე დაბალ ფენას მიეკუთვნება, მაგრამ ის ახალგაზრდა, ჭკვიანი, სიმპათიური და ძალიან ამბიციურია. მისი გზა ზევით იწყება სასულიერო სემინარიის კედლებში და გრძელდება მდიდარი ბურჟუების სახლში, სადაც სორელი ბავშვებს ლათინურ ენას ასწავლის. სახლის მეპატრონის ცოლს, მადამ დე რენალს, შეუყვარდება ახალგაზრდა მასწავლებელი და ის გადაწყვეტს გამოიყენოს ეს გულწრფელი გრძნობა თავის შორსმიმავალ ცხოვრებისეულ გეგმებში...