ახალგაზრდა წარმატებულ მეცნიერ ირაკლის, რომელიც სიკვდილის ფენომენს იკვლევს, ოჯახური ტრაგედია ატყდება თავს. თვითმკვლელობის მცდელობის და ხუთთვიანი კომის შემდეგ ის ვამპირულ აპოკალიფსში იღვიძებს. სანამ ცოლის მოძებნას და გადარჩენას შეეცდება, ათეისტი მეცნიერი თანამგზავრებთან ერთად ჯერ ამ პარადოქსულ სიტუაციაში უნდა გაერკვეს.