ყოველ ოთხშაბათს 22:00-ზე. ტელეწამყვანმა მართალია ერთი გადაცემა დახურა, თუმცა ახლა ცხოვრებისა და კარიერის ახალ ეტაპზე სულ სხვა შოუთი ბრუნდება და სახელიც შესაბამისი მოუფიქრა – სხვა ნანუკა. “ახალი გადაცემა ისევ ადამიანებზე, რომლებიც ჩვენთან თავიანთ პრობლემებზე მოყვებიან. ჩვენ ამ გადაცემაში ვამბობთ, რომ ახლა არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ბრძოლა ქვეყანაში, როდესაც უნდა ავირჩიოთ ან რუსეთი, ან – დასავლეთი. ვფიქრობ, რომ ახლა ჩვენ ყველამ უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება, სად ვართ ამ ბრძოლაში, ვის მხარეს ვართ ამ ბრძოლაში და რა არჩევანს ვაკეთებთ ამ ბრძოლაში. შესაბამისად, მე ვაკეთებ გადაცემას ადამიანებზე, მაგრამ ამ ადამიანებს ვეხმარები არჩევანის გაკეთებაში და ვაჩვენებ, რატომ უნდა ავირჩიოთ დასავლეთში და არა რუსეთი. ეს არ იქნება გადაცემა პოლიტიკაზე, ეს იქნება გადაცემა ადამიანებზე”,